ვიზუალური ისტორიები სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან.

ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში პარტნიორთა კონსორციუმი სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან ახორციელებს კომიქსების ჟანრის განვითარების პროექტს „ვიზუალური ისტორიები სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან“. პროექტის ფარგლებში გამოიცემა სამი მწერალი ქალის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ერთობლივი კომიქსის წიგნი, რომელიც ასახავს სომეხი, ქართველი და უკრაინელი ქალების პერსპექტივას ომზე, მის როლს და გავლენას საზოგადოების და, კერძოდ, ქალების ცხოვრებაზე.

კონკურსის გამარჯვებული ქართველი ილუსტრატორი პროექტის რედაქტორთან და ქართველ მწერალთან ერთად იმუშავებს ქართული კომიქსის შექმნაზე.

პროექტის ორგანიზატორების, მონაწილე მწერლებისა და რედაქტორის შესახებ ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს: https://rb.gy/y5cvwv

  • ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობისთვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

– უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
– სამუშაო დონეზე ფლობდეს ინგლისურ ენას;
– უნდა ჰქონდეს ილუსტრირების ციფრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
– კომიქსებზე და/ან სურათებიან წიგნებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

  • განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა?

20 იანვარი, 2024.

  • შეფასების პროცესის ვადები

შერჩეულ კანდიდატები შეტყობინებას 2024 წლის იანვრის ბოლომდე მიიღებენ და შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ 3 დღიან სემინარში ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, რომელიც იანვრის ბოლოს გაიმართება.

  • როდის გამოვლინდება გამარჯვებული?

სემინარის შემდეგ, ყველა მონაწილეს მიეცემა მცირე დავალება განსაზღვრული სამუშაო ვადით. კონკურსის მხოლოდ ერთი გამარჯვებული გამოვლინდება სემინარში მონაწილეობისა და შესრულებული დავალების მიხედვით.

გამარჯვებულის ვინაობა გამოცხადდება 2024 წლის თებერვალში.

  • მოთხოვნები შერჩეული ილუსტრატორისთვის:

– კომიქსის ილუსტრაციების შესაქმნელად (დაახლოებით 20-28 გვერდი); იმუშაოს პროექტის ქართველ მწერალთან და რედაქტორთან 2024 წლის თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით;
– მონაწილეობა მიიღოს 4-დღიან სრულად დაფინანსებულ რეზიდენციებში, რომლებიც გაიმართება სომხეთში (აპრილი, 2024), გერმანიაში (ივნისი, 2024), საქართველოში (სექტემბერი, 2024) და პროექტის საბოლოო პრეზენტაციაზე 2025 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე;
– მონაწილეობა მიიღოს პროექტთან დაკავშირებულ სარეკლამო აქტივობებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
– უნდა გააჩნდეს სურვილი და მზადყოფნა მულტიკულტურულ გარემოში სამუშაოდ.

  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომიქსის საავტორო უფლებები რჩება პროექტის კონსორციუმის პარტნიორებთან.
  • კონკურსში გამარჯვებული ილუსტრატორის ჰონორარი, პროექტზე მუშაობის ფარგლებში, შეადგენს 3000 ევროს ეკვივალენტ ლარს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. ანგარისწორება განხორციელდება ეტაპობრივად.
  • დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ წარმოადგინოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2024 წლის 20 იანვრის ჩათვლით: info@literature-initiative.ge

– სამოტივაციო წერილი (ქართულ ან ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 200 სიტყვისა);
– რეზიუმე / CV (ინგლისურ ენაზე);
– პორტფოლიო (PDF ფორმატი ან ონლაინ პორტფოლიოს ლინკი);
– ერთი შესრულებული ნამუშევრის ნიმუში ესკიზიდან საბოლოო ილუსტრაციამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

  • არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ:

info@literature-initiative.ge

პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის ორგანიზაციები არიან:

“ლიტერატურული ფონდი ARI” (სომხეთი), “ქართული ლიტერატურული
ინიციატივა” (საქართველო), გამომცემლობა “კომორა” (უკრაინა).

პროექტის ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები არიან: სულაკაურის გამომცემლობა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ელექტრონული წიგნები “საბა”, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, გამომცემლობა EDGE, ერევნის წიგნის ფესტივალი, კიევის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი “არსენალი”, Radio Kultura, Chytomo.

პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის” თანამშრომლობის გრანტის ფარგლებში.

#readgeen