5-8 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში, გაიმართა ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი International Literature Festival Odesa. წლევანდელი ფესტივალით კიდევ ერთი, მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდო შავი ზღვის ორ ქალაქს შორის, უკრაინასა და საქართველოს შორის.
ფესტივალის პროგრამას დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ფესტივალის გვერდზე http://litfestodessa.com
ფესტივალის ორგანიზატორები არიან Peter Weiss Foundation for Art and Politics (გერმანია), ქართული ლიტერატურული ინიციატივა და გამომცემლობა წიგნები ბათუმში. ფესტივალი განხორციელდა Konrad Adenauer Foundation-ის (გერმანია), გერმანიის კულტურისა და მედიის სამინისტროს, Jan Michalski Foundation-ის (შვეიცარია), international literature festival berlin (ilb)-ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის, Prohelvetia-ს (შვეიცარია) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. ფესტივალის მედია მხარდამჭერები არიან: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ბათუმელები და ნეტგაზეთი.