17 ნოემბერს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა ქართველი და აფხაზი ქალი მწერლების მოთხრობების კრებულის “შეხვედრა” პრეზენტაცია.
ერთობლივ კრებულში გაერთიანებულია ოთხი აფხაზი და ოთხი ქართველი ავტორის მოთხრობები: დ. ანფიამიდი (“ანგელინას ომი”); ა. არძინბა (“კვანტური კავშირები”); ნ. ბატიაშვილი (“მიფრინავენ თოლიები”); შ. ბგანბა (“თმას შერეული ჭაღარა”); თ. გეგეშიძე (“ყველაფერი მიწის ბრალია”); ნ. ეშსაუ (“თალი”); ე. ტოგონიძე (“განახლება”); ს. ფაჩულია (“თვალები”).
პროექტის ხელმძღვანელები: გ. ოდიშარია; დ. ნაჭყებია
მთარგმნელები: დ. ნაჭყებია; ი. ოსია
რედაქტორი: თ. ბექიშვილი
ყდის დიზაინი: თ. ნადარეიშვილი
პროექტი განხორციელდა ქართული ლიტერატურული ინიციატივის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით.
“კრებული ომის დაძლევაზეა, ბოროტების დაძლევაზეა… აფხაზი და ქართველი ქალი მწერლების მოთხრობებს სწორედ ეს აერთიანებს: გულწრფელი გულისტკივილი ადამიანის მიმართ, მასდამი სიყვარული, თანაგრძნობა და სამართლიანობა”- გ. ოდიშარია, დ. ნაჭყებია.
კრებული გამოიცა ქართულ და აფხაზურ ენებზე.