ჩვენ შესახებ

ქართული ლიტერატურული ინიციატივა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების მხარდამჭერია კონრად ადენაუერის ფონდი.

ორგანიზაციის მიზნებია:

  • კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავება ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების განვითარება.

  • საქართველოში ლიტერატურული პროცესის განვითარება და, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, შესაბამისი ინიციატივების და პროექტების განხორციელება.

  • კავკასიის რეგიონში მიმდინარე ლიტერატურული და კულტურული პროცესების და გამოცდილების გაზიარება ქართული და უცხოური აუდიტორიისთვის.

  • ლიტერატურული და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების გასამტკიცებლად ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შესაბამისი ინიციატივების და პროექტების შემუშავება და განხორციელება.

  • ლიტერატურული და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებისთვის სადისკუსიო პლატფორმების უზრუნველყოფა სფეროს წინაშე არსებული გამოწევევების ანალიზის, პროფესიული შესაძლებლობების გაზრდის, გამოცდილების გაზიარების თუ სხვა აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის უზრუნველსაყოფად.

  • ლიტერატურული და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ  საკითხებზე.

ააიპ ქართულმა ლიტერატურულმა ინიციატივამ 2023 წელს კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის პროგრამა ქართველი და აფხაზი ხელოვანების მიანაწილეობით (2023 წ.)’’, რომელიც შეთანხმებული იყო შერიგების და თანასწორობის სახითხებში  საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან 2022 წლის 22 დეკემბრის მინისტრის ბრძანებით N 70. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ორი პროექტი:

  • ქართველი და აფხაზი ქალი მწერლების მოთხრობების ანთოლოგია

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან მჭირდრო თანამშრომლობით აფხაზურ და ქართულ ენებზე გამოიცა ქართველი და აფხაზი ქალი მწერლების მოთხრობების კრებული „შეხვედრა“. წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 2023 წლის 17 ნოემბერს ლიტერატურის მუზეუმში. პროექტი განხორციელდა გურამ ოდიშარიას და დაურ ნაჭყებიას ხელმძღვანელობით. ერთობლივ კრებულში გაერთიანებულია ოთხი აფხაზი და ოთხი ქართველი ავტორის მოთხრობები: დ. ანფიმიადი („ანგელინას ომი“), ა. არძინბა (კვანტური კავშირები“), ნ. ბატიაშვილი (მიფრინავენ თოლიები“), შ. ბგანბა („თმას შერეული ჭაღარა“), თ. გეგეშიძე („ყველაფერი მიწის ბრალია“), ნ. ეშსაუ („თალი“), ე. ტოგონიძე („განახლება“), ს. ფაჩულია („ცარიელი თვალები“).  ტექსტების თარგმანზე იმუშავეს ირმა ოსიამ და დაურ ნაჭყებიამ. წიგნის ყდის დიზაინერია თათია ნადარეიშვილი.

კრებულში მოთხრობებთან ერთად წარმოდგენლილია ავტორების მიერ ერთმანეთან ჩაწერილი ინტერვიუები და მოკლე ბიოგრაფიული ცნობები.

  • კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების და საჭიროებების კვლევა აფხაზი და ქართველი ხელოვანებისთვის

აფხაზურ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით 2023 წლის სექტემებრში დასრულდა ქართული და აფხაზური კულტურის სფეროს კვლევის დოკუმენტზე მუშაობა. კვლევის ფარგლებში ღია და დახურული კითხვების ფარგლებში 2023 წლის აპრილი-მაისის პერიოდში გამოიკითხა 100 ხელოვანი. კვლევა ასახავს ხელოვანების წინაშე არსებულ პროფესიულ თუ სხვა სახის გამოწვევებს და მოლოდინებს. დოკუმეტში წარმოდგენილი მიგნებები და ინფორმაცია დაგვეხმარება ჩვენი მომავალი ერთობლივი საქმიანობის განვითარებაში და ასევე ხელს შეუწყობს ყველა ორგანიზაციას, რომელიც ქართულ-აფხაზური ერთობლივი კულტურული თანამშრომლობის კუთხით მომავალში სხვადასხვა იდეას თუ პროექტს განავითარებს.

2023 წლის 2 ოქტომბერს, სასტუმრო რუმსში გაიმართა დოკუმენტის დახურული პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრვი არასამათავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

წარმოდგენილ პროექტებზე მუშაობისთვის კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერამ შეადგინა 86 213 ევროს ეკვივალენტი ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:

ქართული ლიტერატურული ინიციატივის თანამშრომელების ანაზღაურება (12 თვე) – 36 422 ევროს ეკვივალენტი ლარი შესაბამისი გადასახადების ჩათვლით:

  • დირექტორი -16 665 ევროს ეკვივალენტი ლარი
  • პროექტების მენეჯერი – 13 886 ევროს ეკვივალენტი ლარი:
  • ფინანსური მენეჯერი – 5 869 ევროს ეკვივალენტი ლარი;

საორგანიზაციო-საოფისე ხარჯი – 3 169 ევროს ეკვივალენტი ლარი;

ქართველი და აფხაზი ქალი მწერლების მოთხრობების ანთოლოგია – 32 070 ევროს ეკვივალენტი ლარი შესაბამისი გადასახადების ჩათვლით:

  • პროექტის რედაქტორების და ავტორების ჰონორარები – 17 807 ევროს ეკვივალენტი ლარი
  • მთარგმნელის ჰონორარი -1 800 ევროს ეკვივალენტი ლარი
  • საგამომცემლო ხარჯი – 3 840 ევროს ეკვივალენტი ლარი
  • პროექტის მონაწილეების საორგანიზაციო შეხვედრა ერევანში – 7 644 ევროს ეკვივალენტი ლარი
  • წიგნის პრეზენტაცია – 979 ევროს ეკვივალენტი ლარი

კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების და საჭიროებების კვლევა აფხაზი და ქართველი ხელოვანებისთვის – 14 552 ევროს ეკვივალენტი ლარი შესაბამისი გადასახადების ჩათვლით:

  • მკვლევარი ექპერტი – 1880 ევროს ეკვივალენტი ლარი
  • პროექტის კურატორები – 9 036 ევროს ეკვივალენტი ლარი
  • პროექტის ასისტენტები – 2084 ევროს ეკვივალენტი ლარი
  • დიზაინერი – 530 ევროს ეკვივალენტი ლარი
  • კვლევის პრეზენტაცია – 1021 ევროს ეკვივალენტი ლარი