კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით და გოეთეს ინტიტუტის თანადაფინანსებით აფხაზური და ქართული მოთხრობები ერთ კრებულში სახელწოდებით „ლეღვის ხე“ გერმანულ ენაზე გამოიცა. პროექტი განხორციელდა გერმანული გამომცემლობა Klak Verlag-თან თანამშრომლობით.

კრებული, რომლის შემდგენელები არიან გურამ ოდიშარია და როინ აგრბა, სხვადასხვა თაობის ექვსი ქართველი და ექვს აფხაზი მწერლის ნაწარმოებებს აერთიანებს.

გერმანულ ენაზე მოთხრობების მთარგმნელები არიან თამარ მუსხელიშვილი, კატია ვოლტერსი და ოლგა კოჰლერი.

გერმანულ ენაზე გამოცემული კრებული ხელს შეუწყობს აფხაზურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების გაღრმავებას და აფხაზი და ქართველი ავტორების ცნობადობის გაზრდას საზღვრებს გარეთ.