2021 წლის პირველ აპრილს გამოცხადებული მოთხრობების კონკურსი „სუფთა ფურცელი“, რომელიც 17- იდან 27 წლამდე ახალგაზრდა ავტორებისთვის იყო განკუთვნილი, მიზნად ისახავდა ქართულ- აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობით ისეთი ნაწარმოებების შექმნას, რომლებიც აჩვენებდა პოლიტიკისგან თავისუფალ დამოკიდებულებას ერთმანეთის, სამშობლოს და დღევანდელი დღის მიმართ. ახლა სად ვართ, რა გვაკავშირებს, რა გვამსგავსებს ან განგვასხვავებს?

კრებულის „სუფთა ფურცელი“ გამოცემის იდეა ქართული ლიტერატურული ინიციატივის მიერ სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

 

პროექტის იდეის ავტორი: მედეა მეტრევლი

პროექტის მენტორი: ეკატერინე ტოგონიძე

ილუსტრატორი: თათია ნადარეიშვილი

მთარგმნელი: რიმა კინწურაშვილი

ავტორები: ნანა აბულაძე, ნანი მანველიშვილი, სალომე ჭიჭინაძე, ოლანი ბიწაძე, ნინიბატიაშვილი, მარიამ სამხარაძე, ანუკი ლაბაძე, გვანცა გუბელაძე, ერეკლე გოგიშვილი, ნათია შაორშაძე