გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ლიტერატურული პრემია „ერთობის იდეა“
ერთობა და ინტეგრაცია
1990 წლის 3 ოქტომბერს, ბერლინის კედლის დანგრევიდან თერთმეტი თვის შემდეგ, გაყოფილი გერმანული სახელმწიფო გაერთიანდა.
გერმანიის მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ ერთიანობა ერთ სახელმწიფოში ცხოვრებაზე ბევრად მეტს ნიშნავს. არ წყდება მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად ერთიანია აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის საზოგადოებები.
ერთიანობის და განსხვავებულობის ურთიერთდამოკიდებულება ყველა საზოგადოებისთვის ფუნდამენტური საკითხია. ავტორიტარული ძალები ერთის მხრივ საუბრობენ ერთიანობაზე, თუმცა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გამყოფი ხაზები გაავლონ მათ მიერ მტრებად შერაცხულებთან. ვისაც სურვილი აქვს, ძალდატანებისგან თავისუფალი ნამდვილი ერთიანობის, მან უნდა გააცნობიეროს და აღიაროს განსხვავებულობა და მრავალფეროვნება და იმუშაოს ყველა სირთულის დაძლევაზე ურთიერთგაგების მისაღწევად.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ლიტერატურული პრემია „ერთობის იდეა“ პირველად გადაეცემა ავტორს საუკეთესო გამოქვეყნებული ნაწარმოებისთვის, რომელიც ასახავს ადამიანებს შორის ხელოვნური საზღვრების არსებობას და ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას. ნაწარმოები უნდა ეხმაურებოდეს ერთიანობისა და ტოლერანტობის იდეებს და გამყოფი „კედლების ნგრევის“ სულისკვეთებას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ნინო ნადიბაიძეს ელ-ფოსტაზე: literature.initiative@gmail.com