კომიქსების კრებული „უკანასკნელი ღამე დედამიწაზე – ომი ქალის თვალით“

„შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მხარდაჭერით გამოიცა კომიქსების კრებული „უკანასკნელი ღამე დედამიწაზე – ომი ქალის თვალით“, ინგლისურ, ქართულ, სომხურ და უკრაინულ ენებზე. კომიქსების კრებული შექმნილია ქართველი, უკრაინელი და სომეხი მწერალი ქალების უნიკალური მონათხრობის მიხედვით და ასახავს ქალების პერსპექტივიდან დანახულ ომს და მის შედეგებს. (იხ. პროექტის ტრეილერი: https://www.facebook.com/share/v/17CZHvPpLe/).

კომიქსების ავტორები და ილუტრატორები:

„ხალხის მდინარე“ – ეკატერინე ტოგონიძე / ლუკა ლაშხი
„უკანასკნელი ღამე დედამიწაზე“ – ვირა კურიკო / სოფია პოკორჩაკი
„ერთი მიმი ომამდე“ – ანი ასატრიანი / ასტღიკ ჰარუთიუნიანი
კრებულის რედაქტორი: მიხეილ ციხელაშვილი

პროექტის განმახორციელებელი ორგანზაციები:

„ქართული ლიტერატურული ინიციატივა” (საქართველო)
„ლიტერატურული ფონდი ARI“ (სომხეთი)
გამომცემლობა „კომორა“ (უკრაინა)
„Drawing the Times“

წიგნის ქართული ვერსი გამოიცა „სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ.

„ვიზუალური ისტორიები სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან“ ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტია და მისი მიზანია კომიქსებისა და გრაფიკული რომანების ჟანრის განვითარება პროექტში მონაწილე ქვეყნებში.