Project Description

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ლიტერატურული პრემიაერთობის იდეა

ერთობა და ინტეგრაცია

1990 წლის 3 ოქტომბერს, ბერლინის კედლის დანგრევიდან თერთმეტი თვის შემდეგ, გაყოფილი გერმანული სახელმწიფო გაერთიანდა.

გერმანიის მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ ერთიანობა ერთ სახელმწიფოში ცხოვრებაზე ბევრად მეტს ნიშნავს. არ წყდება მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად ერთიანია აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის საზოგადოებები.

ერთიანობის და განსხვავებულობის ურთიერთდამოკიდებულება ყველა საზოგადოებისთვის ფუნდამენტური საკითხია. ავტორიტარული ძალები ერთის მხრივ საუბრობენ ერთიანობაზე, თუმცა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გამყოფი ხაზები გაავლონ მათ მიერ მტრებად შერაცხულებთან. ვისაც სურვილი აქვს, ძალდატანებისგან თავისუფალი ნამდვილი ერთიანობის, მან უნდა გააცნობიეროს და აღიაროს განსხვავებულობა და მრავალფეროვნება და იმუშაოს ყველა სირთულის დაძლევაზე ურთიერთგაგების მისაღწევად.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ლიტერატურული პრემია „ერთობის იდეა“ პირველად გადაეცემა ავტორს საუკეთესო გამოქვეყნებული ნაწარმოებისთვის, რომელიც ასახავს ადამიანებს შორის ხელოვნური საზღვრების არსებობას და ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას. ნაწარმოები უნდა ეხმაურებოდეს ერთიანობისა და ტოლერანტობის იდეებს და გამყოფი „კედლების ნგრევის“ სულისკვეთებას.

  • საკონკურსო წიგნი პირველად უნდა იყოს გამოცემული ქართული გამომცემლობის მიერ 2019-2021 წლებში;
  • საკონკურსოდ მიიღება როგორც მხატვრული ისე არამხატვრული ლიტერეტურა;
  • საკონკურსოდ არ მიიღება სტატიების კრებულები;
  • საკონკურსოდ არ მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გამოცემული წიგნები;
  • ლიტერატურული პრემია შეადგენს 8000 ლარს.
  • საკონკურსო წიგნები მიიღება 2021 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 1 მაისამდე; მისამართზე: „სტამბა“, მერაბ კოსტავას ქუჩა 18, თბილისი.
  • ნამუშევრების წარდგენა შეუძლია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ გამომცემლობას;
  • ნამუშევრები უნდა წარედგინოს “ქართულ ლიტერატურულ ინიციატივას” 5 ეგზემპლარად. წიგნები უკან არ დაბრუნდება;
  • გერმანიის საელჩო უფლებას იტოვებს, აღნიშნული წიგნები, გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, გადასცეს სხვადასხვა დაწესებულებას, მაგ. სკოლას ან ბიბლიოთეკას;
  • გამომცემლობამ, საკონკურსო წიგნთან ერთად, უნდა წარმოადგინოს მოკლე აღწერა/დასაბუთება წიგნის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის შესახებ (მაქსიმუმ 250 სიტყვა).

! პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გთხოვთ, საკონკურსო მასალების მოწოდებისას, წინასწარ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 593153615

  • შერჩეული საუკეთესო ნაწარმოებების სია გამოქვეყნდება 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში;
  • გამარჯვებული ერთი ავტორი გამოვლინდება დაჯილდოების ცერემონიაზე 2021 წლის 3 ოქტომბერს.
  • ლაშა ბაქრაძე (ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი)
  • ნათია მიქელაძე (მთარგმნელი)
  • ზურაბ ქარუმიძე (მწერალი)
  • ზაალ ანდრონიკაშვილი (ლიტერატურათმცოდნე)
  • მაია ფანჯიკიძე (მთარგმნელი)

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ნინო ნადიბაიძეს ელ-ფოსტაზე: literature.initiative@gmail.com