აფხაზი მწერლის დაურ ნაჭყებიას რომანი „ღამის ნაპირი“ და ქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას რომანი „პრეზიდენტის კატა“ პირველად გერმანულ ენაზე ითარგმნა და ერთ წიგნად გამოიცა გერმანული გამომცემლობა KLAK VERLAG- ის მიერ.
ნაწარმოებების თარგმანზე იმუშავეს Katja Wolters-მა (ღამის ნაპირი) და Lydia Nagel-მა (პრეზიდენტის კატა).
წიგნის წინასიტყვაობის ავტორია ცნობილი გერმანელი კრიტიკოსი და ჟურნალისტი Cornelia Zetzche.
პროექტი განხორციელდა ქართული ლიტერატურლი ინიციატივის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.