მოთხრობების კონკურსის „სუფთა ფურცლის“ I ეტაპის შედეგები ცნობილია.

კონკურსი ორი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადებიდან, ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე, კონკურსის II ეტაპისთვის შეირჩა შემდეგი მოთხრობები: 

  1. ნანა აბულაძე – „ლოდი და ვარდის კონა“
  2. ნანი მანველიშვილი – „შინ და გარეთ“
  3. სალომე ჭიჭინაძე – „არგონავტები“
  4. ოლანი ბიწაძე – „დედაჩემი – გოგონა სოხუმური დღიურიდან“
  5. ნინი ბატიაშვილი – „მიტოვებული ძაღლების ქალაქი“
  6. მარიამ სამხარაძე – „Chek In“
  7. ანუკი ლაბაძე – „მანდარინის სუნი ასდის აფხაზეთს“
  8. გვანცა გუბელაძე – „სინათლის ჩრდილქვეშ“
  9. ელენე სივსივა – „წარმოსახვითი აფხაზეთი“
  10. ანი გოგბერაშვილი – „მშიბზია“
  11. ერეკლე გოგიშვილი – „თოლიები აფხაზეთიდან“
  12. ნათია შაორშაძე – „მზე“
  13. ნინო გელაშვილი – „აპხიატი აბზიაბარა

ლიტერატურული კონკურსი კონრად ადენაუერის ფონდის, ქართული ლიტერატურული ინიციატივისა და სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანი ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და ამ პროცესში ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობაა. კონკურსი შეარჩევს საუკეთესო ნაწარმოებებს,  რომლებიც კრებულად გამოიცემა ქართულ და აფხაზურ ენებზე.

შეგახსენებთ, რომ პროექტის II ეტაპზე შერჩეულ კონკურსანტებს პროექტის მენტორი, მწერალი ეკატერინე ტოგონიძე, ჩაუტარებს სამუშაო შეხვედრებს. პროექტის მენტორი შესაბამის რჩევებს და რეკომენდაციებს მისცემს ახალგაზრდა ავტორებს ტექსტების საბოლოო ვერსიების მოსამზადებლად. პროექტის III ეტაპზე, დასრულებული ტექსტების მიხედვით, განისაზღვრება კრებულში შესატანი მოთხრობების საბოლოო სია. პროექტის ფარგლებში მომზადდება ინტერვიუს ფორმატის ვიდეორგოლი მოთხრობების ავტორებისა და მენტორის მონაწილეობით, სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება თავიანთი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გაგვიაიზრონ პროექტის და საკუთარი ნაწარმოებების შესახებ. ვიდეო რგოლს დაერთვება სუბტიტრები აფხაზურ ენაზე და გათავსდება სოციალურ ქსელში. პროექტის დასრულების შემდეგ, მოთხრობები გამოიცემა ქართულ და აფხაზურ ენებზე. შერჩეული მოთხრობების ავტორებს გადაეცამათ საავტორო ჰონორარი 500 ლარის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, ხოლო კრებულის გამოცემის შემდგომ, წიგნების სასაჩუქრე ეგზემპლარები.

ქართული ლიტერატურული ინიციატივა მადლობას უხდის ყველა აპლიკანტს კონკურში მონაწილეობისთვის.