2019 წლის 6 დეკემბერს კონრად ადენაუერის ფონდის და ქართული ლიტერატურული ინიციატივის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ბერლინის კედლის დანგრევა და საქართველო“. ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ ევროპაში გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა. რა ასახვა ჰპოვა გერმანიის გაერთიანებამ საერთაშორისო კონტექსტში, რამდენად სრულყოფილად და უმტკივნეულოდ წარიმართა გაერთიანების პროცესი, რა ჰყოფს და აერთიანებს ხალხს აღმოსავლეთსა და დასავლეთში ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, რამდენად შეიძლება გერმანიის გაერთიანების მოდელი იყოს მაგალითი საქართველოსთვის?  ღონისძიების პირველ ნაწილში ლაშა ბაქრაძემ წაიკითხა მოხსენება დოკუმენტური ვიდეოების თანხლებით „კედლით ჩაკეტილ ქვეყანაში“, მეორე ნაწილში კი, ლაშა ბუღაძემ, მაია ფანჯიკიძემ, ლაშა ბაქრაძემ და შტეფან ტოლცმა, თომას შრაპელის მოდერაციით, ისაუბრეს ბერლინის კედლის დაცემაზე და მის გამოძახილზე საქართველოში.

ფოტოგრაფი: თამუნა კორახაშვილი